ახალი ამბები
კორონავირუსის 2 თებერვლის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 555 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 226 444 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 030 065, გარდაიცვალა 15 060 პაციენტი.

თბილისში გამოვლენილია 12 804 შემთხვევა, აჭარა - 2 190, იმერეთი - 3 689, ქვემო ქართლი - 1 581, შიდა ქართლი - 1 466, გურია - 439, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 623, კახეთი - 1 298, მცხეთა-მთიანეთი - 617, სამცხე-ჯავახეთი - 511, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 102.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print