კორონავირუსი
კორონავირუსის 31 იანვრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 503 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 35 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 009 778, გარდაიცვალა14 980 პაციენტი.

თბილისში გამოვლენილია 7 078 შემთხვევა, აჭარაში - 1 734, იმერეთში – 1 740, ქვემო ქართლში –661, შიდა ქართლში – 554, გურიაში – 119, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 640, კახეთში – 206, მცხეთა-მთიანეთში – 136, სამცხე-ჯავახეთში – 268, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან მოქმედებს მწვანე პასპორტის სისტემა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.


Print