კორონავირუსი
,,ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა'' - თენგიზ ცერცვაძე
FaceBook
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიის მართვისას შეცდომები იყო, თუმცა, არ ყოფილა არაოპტიმალური კლინიკური მართვა.


თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში კოვიდ პაციენტების მკურნალობა არასათანადო რომ ყოფილიყო, დანაკარგი უფრო მეტი იქნებოდა.

"შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური კლინიკური მართვა. მკურნალობა რომ ყოფილიყო ცუდი, მაშინ იქნებოდა არამხოლოდ გარდაცვალების ზოგადი მაღალი რიცხვი, არამედ ავადმყოფებს შორის გარდაცვალების მაღალი პროცენტი და ეს ჩვენთან არც ერთხელ არ ყოფილა 1,5-ზე მეტი და დღეს 1,3-ია. დავითვალეთ კლინიკაში მოხვედრილები, ჩვენს კლინიკებში საშუალო სიკვდილიანობა 6-7%, მსოფლიოში კლინიკებში სიკვდილიანობა არის 10-11%. ამით მე ვამტკიცებ მხოლოდ ერთ რამეს — კლინიკებში სამედიცინო მომსახურება არასდროს არ ყოფილა გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზი'',
- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ პანდემიას კარგად მართავს, აქ გულისხმობს, რომ შესაძლოა დანაკარგი იმაზე მეტი ყოფილიყო, ვიდრე არის.

"როცა ვამბობთ გაგვექცა, გაგვექცა პირველ წელთან შედარებით, მაგრამ, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ კარგად მართავს, გულისხმობს, რომ დანაკარგები შეიძლებოდა ყოფილიყო მეტი რომ ემართათ ცუდად"

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 503 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 35 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 009 778, გარდაიცვალა 14 980 პაციენტი.
Print