ახალი ამბები
ევროპის წამლის სააგენტომ "ფაიზერის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტებს რეკომენდაცია გაუწია
FaceBook
ევროპის წამლის სააგენტომ, კომპანია „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტებს Paxlovid -ს რეკომენდაცია გაუწია.
მედიკამენტი მოზრდილებში ვირუსის მძიმე მიმდინარეობის სამკურნალოდ გამოიყენება.

კომპანიის კვლევების თანახმად, Paxlovid -ის ეფექტურობა, დაახლოებით 90 %-ია. ამავე კვლევებმა აჩვენეს, რომ პრეპარატი ეფექტურობას ინარჩუნებს კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგაც.

პრეპარატი ორ ნივთიერებას შეიცავს - ნირმატრელვირსა და რიტონავირს. პირველი - ეს არის ტაბლეტის აქტიური ნივთიერება, რომელიც ვირუსის გავრცელების ბლოკირებას ახდენს.

Paxlovid-ის მიღება შესაძლებელია არა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სახლში მკურნალობის დროსაც. ის პირველი წამალია კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტირებული ფორმით, რომლის გამოყენებაზეც ევროკავშირში რეკომენდაცია გაიცა.
Print