კორონავირუსი
კორონავირუსის 26 იანვრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5087 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 8134 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 78 172 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 900 კვლევა ანტიგენის ტესტით და 31 272 პისიარ ტესტით.

თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარა - 1 958, იმერეთი - 1 990, ქვემო ქართლი - 831, შიდა ქართლი - 877, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი - 391, სამცხე-ჯავახეთი - 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -62.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან მოქმედებს მწვანე პასპორტის სისტემა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print