კორონავირუსი
კორონავირუსის 24 იანვრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 550  კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 059 392 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 967 585, გარდაიცვალა 14 732 პაციენტი.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარა - 1 352, იმერეთი - 857, ქვემო ქართლი - 282, შიდა ქართლი - 266, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 215, კახეთი -180, მცხეთა-მთიანეთი - 98, სამცხე-ჯავახეთი - 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

სულ ჩატარდა 35 082 კვლევა ტესტით, მათ შორის, 20 608 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 474 PCR ტესტით.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან მოქმედებს მწვანე პასპორტის სისტემა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print