ახალი ამბები
კორონავირუსის 23 იანვრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 408 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 5 646 შემთხვევა, აჭარა - 1 136, იმერეთი - 1 074, ქვემო ქართლი - 386, შიდა ქართლი - 311, გურია - 182, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 362, კახეთი -287, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 160, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 051 445 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 962 035, გარდაიცვალა 14 701 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print