კორონავირუსი
,,კორონავირუსის პიკი თებერვალში იქნება'' - პაატა იმნაძე
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ვარაუდით, კორონავირუსის პიკი თებერვლის დასაწყისში იქნება.


იმნაძის თქმით, ამ პერიოდში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15 000-ს მიაღწევს.

,,ომიკრონი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ყველანაირ რეკორდს ხსნის ყველა ქვეყანაში. როცა ჩვენ ვთქვით, რომ პიკზე თებერვლის პირველ დეკადაში გავალთ, ველოდებით 12-15 ათას დიაგნოსტირებულ შემთხვევას, რაც რა თქმა უნდა, რეალობაში 2-3-ჯერ მეტი იქნება",
- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 043 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 27 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 021 943 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 946 255, გარდაიცვალა 14 582 პაციენტი.

Print