ახალი ამბები
8 728 ახალი შემთხვევა - კოვიდსტატისტიკის ანტირეკორდი
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
8 545 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 43  პაციენტი. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 797 შემთხვევა, აჭარა - 1 184, იმერეთი - 859, ქვემო ქართლი - 302, შიდა ქართლი - 429, გურია - 186, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 289, კახეთი -339, მცხეთა-მთიანეთი - 176, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -29.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print