ახალი ამბები
მთელი ქვეყნის მასშტაბით 46 კოვიდსასტუმრო ფუნქციონირებს
FaceBook
მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 46 კოვიდსასტუმრო და 2217 ნომერი ფუნქციონირებს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, უშუალოდ თბილისში განთავსებულია 26 კოვიდსასტუმრო, ჯამურად 1260 ოთახი.

რაც შეეხება კოვიდსასტუმროებში ამ დროისთვის არსებულ თავისუფალ ადგილებს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რამდენი ოთახია თავისუფალი, თუმცა აცხადებენ, რომ „ ქვეყანაში კოვიდსასტუმროების ნაკლებობის პრობლემა არ დგას“.

„თავისუფალი ოთახების რაოდენობა დინამიურია და ვითარებიდან გამომდინარე იცვლება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 46 კოვიდსასტუმრო, 2217 ნომერი“, - აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასტუმრობეში ის პირებია არიან განთავსებულნი, რომლებიც კოვიდინფიცირებულების კონტაქტებს წარმოადეგენენ ან ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს. 

Print