ახალი ამბები
იმერეთი "ომიკრონის" გავრცელებით მეორე ადგილზეა
FaceBook
"ომიკრონის" გავრცელების მაღალი ცირკულაცია, თბილისის შემდეგ  არის იმერეთში" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის  დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის  ლაბორატორიულად დადასტურებულია "ომიკრონის"  1 254 შემთხვევა.  გამყრელიძის განმარტებით, "ომიკრონს", კორონავირუსის სხვა შტამებთან შედარებით,  სამჯერ მეტი აქვს რეინფიცირების ალბათობა, თუმცა, ვაქცინირების შემთხვევაში მას მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს. 

"დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. „ომიკრონით" ინფიცირებულების დიდი ნაწილი ვაქცინირებული იყო, „ბუსტერიც" გაკეთებული ჰქონდათ",
- განაცხადა გამყრელიძემ.


ბოლო 24 საათში,  საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ანტირეკორდია.

Print