კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა ერთ მილიონს გადააჭარბა
FaceBook
საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 1 006 864 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ  7 521 ადამიანს დაუდგინდა.

ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, შემთხვევათა მატება ომიკრონის შტამს უკავშირდება, რომელიც კორონავირუსის  შემთხვევათა 60%-ს შეადგენს. მათი განმარტებით, ქვეყანაში უფრო მეტი ინფიცირებულია, ვიდრე ამას ტესტირება აჩვენებს.


კორონავირუსს 14 512 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან მოქმედებს მწვანე პასპორტის სისტემა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.



Print