კორონავირუსი
კორონავირუსის 17 იანვრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 066 კოვიდინფიცირებული  გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 343 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 931 507, გარდაიცვალა 14 481 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან:

თბილისში გამოვლინდა 2 530 შემთხვევა, აჭარაში - 330, იმერეთში – 213, ქვემო ქართლში – 116, შიდა ქართლში – 98, გურიაში – 67, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 104, კახეთში – 106, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან მოქმედებს მწვანე პასპორტის სისტემა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print