ახალი ამბები
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 41.5%
FaceBook
16 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 609 515 აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 307 729 ადამიანი - >18 ასაკის მოსახლეობის 45.5%. სრულად ვაქცინირებულია 1 191 003 ადამიანი - 18 ასაკის მოსახლეობის 41.5%.

NCDC–ის ინფორმაციით, ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 108 893 ადამიანს.

რაც შეეხება აცრების დღიურ მაჩვენებელს, 15 იანვარს აიცრა 5 053 ადამიანი.
Print