ახალი ამბები
კორონავირუსის 13 იანვრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3044 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 979 235 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 922 411, გარდაიცვალა 14 359 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  ახალი შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლენილია 3 148 შემთხვევა, აჭარა - 563, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 176, შიდა ქართლი - 277, გურია - 148, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 226, კახეთი -178, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან მოქმედებს მწვანე პასპორტის სისტემა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print