ახალი ამბები
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 295 მილიონს გადააჭარბა
FaceBook
მსოფლიოში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე,  კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 295 მილიონს გადააჭარბა.

კოვიდ 19-ს  მსოფლიოში 5.47 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 256 მილიონს შეადგენს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 34 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 58 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 35 მილიონზე მეტი შემთხვევით, მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.
Print