ახალი ამბები
ამერიკაში 12-დან 15 წლამდე ბავშვებში „ფაიზერის“ ბუსტერ დოზის გამოყენება დამტკიცდა
FaceBook
აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ,  "ფაიზერის" ვაქცინის მესამე დოზის 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენება დაამტკიცა და გამაძლიერებელი დოზის ინტერვალი ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა.

სააგენტომ ასევე დაუშვა მესამე დოზა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ.

მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებები ვირუსის Omicron ვარიანტის გავრცელებას მოჰყვა.

"FDA-ს მიერ მონაცემების შეფასების საფუძველზე, ამჟამად ავტორიზებული ვაქცინების "ბუსტერ" დოზა უზრუნველყოფს უკეთეს დაცვას, როგორც "დელტას", ასევე "ომიკრონის" ვარიანტებისგან", - განაცხადა FDA-ს ბიოლოგიური შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორმა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მრჩეველთა პანელი ცვლილებების განსახილველად 5 იანვარს  შეიკრიბება.
Print