ახალი ამბები
კორონავირუსის 27 დეკემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3193 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 71 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 925 354 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 885 056, გარდაიცვალა 13 512 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა, აჭარა - 95, იმერეთი - 118, ქვემო ქართლი - 30, შიდა ქართლი - 30, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 54, კახეთი -52, მცხეთა-მთიანეთი -20, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print