კორონავირუსი
კორონავირუსის 16 დეკემბრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 123 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 215 პაციენტი, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 901 202 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 849 090, გარდაიცვალა 12 918 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, აჭარა - 243, იმერეთი - 481, ქვემო ქართლი - 115, შიდა ქართლი - 211, გურია - 88, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 214, კახეთი - 160, მცხეთა-მთიანეთი - 96, სამცხე-ჯავახეთი - 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -17.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print