ახალი ამბები
კორონავირუსის 15 დეკემბრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3278 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3890 პაციენტი, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 898 079 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 844 875, გარდაიცვალა 12 879 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3278 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 444 შემთხვევა, აჭარა - 189, იმერეთი - 472, ქვემო ქართლი - 175, შიდა ქართლი - 286, გურია - 81, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 231, კახეთი - 188, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print