კორონავირუსი
კორონავირუსის 14 დეკემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 3 988 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 3 722 , გარდაიცვალა 49 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 894 801 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 840 985 , გარდაიცვალა 12 826 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში 1 699 გამოვლინდა, იმერეთში – 658, აჭარაში - 239, ქვემო ქართლში – 215, შიდა ქართლში – 312, გურიაში – 158, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 301, კახეთში – 170, მცხეთა-მთიანეთში – 131, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე პასპორტის სისტემა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print