ახალი ამბები
კოვიდვაქცინაზე 60 წელს გაცილებულ მოქალაქეთა მიმართვიანობამ იკლო
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციაზე 60 წელს ზემოთ მოსახლეობის მიმართვიანობა გაჩერდა.
"მეტი მოწოდება გვჭირდება აცრაზე'',- ამბობს ამირან გამყრელიძე.

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს. ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 დეკემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 311 840 აცრა, 1 დოზით ვაქცინირებულია 1 231 315 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 43.0%-ია, სრულად ვაქცინირებულია 1 047 569 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5%. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 32 148 პირს.

Print