ახალი ამბები
საქართველოში ბუსტერ დოზით 31 256 ადამიანია აცრილი
FaceBook
12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 308 497 აცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 230 347 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 43.3%, სრულად ვაქცინირებულია 1 046 097 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.6%.

'ბუსტერ დოზა" გაკეთებული აქვს 31 256 ადამიანს.

11 დეკემბერს 6 817 ადამიანი აიცრა.


Print