ახალი ამბები
კორონავირუსის 12 დეკემბრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 922 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 999 პაციენტი, გარდაიცვალა კიდევ 36 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 889 286 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 832 675, გარდაიცვალა 12 731 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 380 შემთხვევა, აჭარა - 162, იმერეთი - 481, ქვემო ქართლი - 178, შიდა ქართლი - 171, გურია - 81, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 185, კახეთი - 149, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print