კორონავირუსი
ობიექტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასწრების წესი იცვლება
FaceBook
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ობიექტზე დაშვების წესები შეიცვალა.
უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც არ არის რეგისტრირებული www.covidpass.moh.gov.ge ან CovidPass Georgia და EU Digital COVID Certificate სისტემებში, ობიექტზე დაშვება შესაძლებელია სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ გაცემული შემდეგი დამადასტურებელი დოკუმენტის (ელექტრონული ან ბეჭდური) წარდგენის შემდეგ (წამკითხველის გამოყენების გარეშე):

მინიჭებული QR კოდი ან ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის (ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსი) დამადასტურებელი დოკუმენტი ან ოფიციალური უწყების მიერ გაცემული ვალიდური ნეგატიური პსრ ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი.


საქართველოში პირველ დეკემბრიდან ე.წ. "მწვანე პასპორტი" ამოქმედდა. სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, რესტორნები, კაფეები, ბარები, ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო დარბაზები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.



Print