ახალი ამბები
კორონავირუსის 5 დეკემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში  ბოლო  24 საათის განმავლობაში  კორონავირუსი კიდევ 3 410 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 732, გარდაიცვალა 46 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 389 შემთხვევა, აჭარა - 157, იმერეთი - 776, ქვემო ქართლი - 179, შიდა ქართლი - 210, გურია - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 245, კახეთი - 182, მცხეთა-მთიანეთი - 66, სამცხე-ჯავახეთი - 91, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print