კორონავირუსი
კოვიდსაწინააღმდეგო აცრით მოზრდილი მოსახლეობის 33.3%- ია ვაქცინირებული
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 7 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 003 963 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 048 619 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.9 %. სრულად ვაქცინირებულია 952 248 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.3%.

ამავე მონაცემებით, 6 ნოემბერს 3 453 ადამიანი აიცრა.

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე. საქართველოში ამ ეტაპზე ხელმისაწდომია სამი სახის ვაქცინა: ფაიზერი,სინოფარმი და სინოვაკი.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი.

პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.



Print