კორონავირუსი
იმერეთი სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა
FaceBook
2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე,  სამედიცინო სფეროს 6.4% კორონავირუსით დაინფიცირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის მიხედვით, ინფიცირებულთა 72% სტაციონარების,  ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელია.

ინფიცირებულთა შორის 82% იყო ქალი, 18% - კაცი. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში.

ანგარიშის მიხედვით, გარდაიცვალა სამედიცინო სფეროს 117 თანამშრომელი, რაც სამედიცინო პერსონალში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობის 0.3%-ია.გარდაცვლილთა შორის 40.2% მამაკაცი იყო, 59.8% კი ქალი.

ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, 30-დან 70 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 68.4%-ს შეადგენს.


Print