კორონავირუსი
ბოლო ერთ წელში კორონავირუსით 16 ორსული გარდაიცვალა
FaceBook
ვირუსის გავრცელებიდან,  მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრის ჩათვლით,  კორონავირუსი 7 338 ორსულს დაუდასტურდა. აქედან 17 გარდაიცვალა.

გარდაცვალების 16 შემთხვევა დაფიქსირდა 2021 წელს, ერთი კი 2020 წელს. 

ორსულთა ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, არც ერთი გარდაცვლილი აცრილი არ იყო. 

სტატისტიკის მიხედვით, კორონავირუსით ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი 8,6%-ია.  დადასტურებულ შემთხვევათა  რაოდენობა  35-39 წლის ქალებში უფრო მეტია.

საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ორსულთა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთშია. 2020 წელს, აღნიშნულ რეგიონებში კოვიდ19-ით 3 304 ორსული დაინფიცირდა, 2021 წელს კი 4 034.


ncdc-ის კვლევით, სრულად ვაქცინირებულ ორსულებში კორონავირუსით ინფიცირება დაბალია.
Print