ახალი ამბები
4 337 დაინფიცირებული, 42 გარდაცვლილი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 703 281-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.80%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 137 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 642 701.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 873 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 412 შემთხვევა, აჭარა - 115, იმერეთი - 873, ქვემო ქართლი - 356, შიდა ქართლი - 362, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 279, კახეთი - 614, მცხეთა-მთიანეთი - 108, სამცხე-ჯავახეთი - 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 26 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 265 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 206 ადამიანი.
Print