ახალი ამბები
ქუთაისის 15 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა
FaceBook
ქუთაისის 37 საბავშვო ბაღის ფილიალიდან კოვიდინფექციის დაფიქსირების გამო 15  ბაღი დაიხურა.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, ბაღები სასწავლო პროცესს ორი კვირის შემდეგ გააგრძელებენ.

ქალაქში, ამ ეტაპზე მხოლოდ 22 ბაღი ფუნქციონირებს.

ბაღებმა მუშაობა 5 ოქტომბერს განაახლეს.

კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მშობლები ბავშვებს მხოლოდ შენობამდე მიიყვანენ.

აღმზრდელებს ყოველდღიურად უტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში თუკი რომელიმეს დაუფიქსირდება ტემპერატურა იზოლაციაში გადაიყვანენ.

საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება როგორც აღმზრდელებისთვის ასევე,  მზარეულებისთვისაც სავალდებულოა.

ქუთაისის 37 საბავშვო ფილიალში 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
Print