ახალი ამბები
დაინფიცირდა 4 837, გარდაიცვალა 26 ადამიანი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 645 195-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.52%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 586 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 605 581.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 332 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარა - 171, იმერეთი - 1 028, ქვემო ქართლი - 257, შიდა ქართლი - 298, გურია - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 444, კახეთი - 889, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 96, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 12 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 256 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 279 ადამიანი.
Print