ახალი ამბები
ქუთაისში კოვიდის გავრცელების გამო რვა ბაღი სრულად დაიხურა
FaceBook
კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ქუთაისში  რვა ბაღი სრულად დაიხურა, რვაში კი - მხოლოდ კონკრეტული ჯგუფები.

კოვიდსიტუაციის გამო ბაღებში სააღმზრდელო  პროცესი ერთი კვირის დაწყებულია.  

"იქ, სადაც ერთ  თანამშრომელს აღმოაჩნდა ვირუსი მხოლოდ ჯგუფები გავაჩერეთ. იმიტომ რომ მშობლებს ძალიან სჭირდებათ ბაღებმა იმუშაოს. ჩვენც მაქსიმალურად დაწურული ინფორმაციის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა,  ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით",
- ამბობს ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების  ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი.  

ბაღებმა მუშაობა 5 ოქტომბერს განაახლეს. 

კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე მშობლები ბავშვებს მხოლოდ შენობამდე მიიყვანენ.

აღმზრდელებს ყოველდღიურად უტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში თუკი რომელიმეს დაუფიქსირდება ტემპერატურა  იზოლაციაში  გადაიყვანენ.

ბაღებში პირბადის ტარება სავალდებულოა აღმზრდელების გარდა, მზარეულებისთვისაც.

ქუთაისის 37 საბავშვო ფილიალში 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.




Print