ახალი ამბები
კორონავირუსის 9 ოქტომბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა - 29 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 814 პირი.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 631 563 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 598 468 პირი, ხოლო გარდაცვლილია 9 221 ადამიანი.

8 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.48%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.94% ხოლო 7 დღის - 7.01%.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 844  შემთხვევიდან: :თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა - 127, იმერეთი - 607, ქვემო ქართლი - 154, შიდა ქართლი - 147, გურია - 116, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 368, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52. 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 945 პირი, მათ შორის, თბილისში - 315, აჭარაში - 83, იმერეთში - 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 134, აჭარაში - 25, იმერეთში - 32.


Print