კორონავირუსი
დიდი ბრიტანეთი საქართველოს წითელი ქვეყნების სიიდან ამოიღებს
FaceBook
11 ოქტომბერს, ლონდონის დროით 04:00 საათზე საქართველო ამოღებული იქნება ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის ე.წ. წითელი სიიდან.
საქართველოდან მიმავალი მოქალაქეები ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ შემდეგი პირობებით:

გამგზავრებამდე:


ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის გაკეთება საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის მიზნით

ტესტირების სამგზავრო პაკეტის შეძენა, რაც მოიცავს თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტების დაჯავშნას

ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმის (locator form) შევსება 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით.

ჩასვლის შემდგომ:

10-დღიანი თვითიზოლაცია წინასწარ მითითებულ ადგილას

თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს PCR ტესტის გაკეთება.

ბრიტანეთის საყოველთაო ვაქცინაციის პროცესის ფარგლებში სრულად აცრილი პირები (ვაქცინის ორივე დოზა) გამგზავრებამდე ტესტირებისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან და ჩასვლიდან მხოლოდ მე-2 დღეს უნდა გაიკეთონ PCR ტესტი.

დიდმა ბრიტანეთმა საქართველო 5 აგვისტოს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წითელ სიაში შეიყვანა.
Print