კორონავირუსი
საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 995 019-მა ადამიანმა გაიკეთა
FaceBook
7 ოქტომბრის მონაცემებით,  სულ ჩატარებულია 1 844 965 აცრა. 
ერთი  დოზით ვაქცინირებულია 995 019 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.0%

სრულად ვაქცინირებულია 849 946 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.8 %. 

6 ოქტომბერს აიცრა 7 815 ადამიანი. 

კოვიდ საწინააღმდეგო აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი. პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.

ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.



Print