კორონავირუსი
სამედიცინო პერსონალი,მასწავლებლები, სტუდენტები - როგორია ვაქცინაციის მაჩვენებელი ქვეყანაში
FaceBook
საქართველოში სტუდენტების 28% აცრილია.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ სხვადასხვა ჯგუფში აცრის მაჩვენებელზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ექიმების 78%, ექთნების დაახლოებით 50%; უმცროს სამედიცინო პერსონალის/სანიტრების 40%; მასწავლებლების 62%; სტუდენტების 28% ვაქცინირებულია.

გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში თანამშრომლების 90%-ია ვაქცინირებული, მისი განმარტებით NCD-ში პერსონალის ნაწილს მოხდილი აქვს ვირუსი და ამ ეტაპისთვის არ არის გასული 30 დღიანი ვადა.

საქართველოში ამ დროისთვის 4 სხვადასხვა ვაქცინააა ხელმისაწვდომი და აცრა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ.

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი.

პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.

ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.
Print