ახალი ამბები
დაინფიცირდა 1 164 ადამიანი, გარდაიცვალა 33 ადამიანი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
3 ოქტომბრის მონაცემით, საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 164 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 617 753-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 292 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 589 791.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 038 პირი ემსხვერპლა.

2 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.42% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.92%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 164 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 383 შემთხვევა, აჭარა - 79, იმერეთი - 229, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 36, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 125, კახეთი - 168, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.



Print