ახალი ამბები
საქართველოში სრულად 814 851 ადამიანია ვაქცინირებული
FaceBook
საქართველოში 1 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 799 446 აცრა.
ერთი  დოზით ვაქცინირებულია 984 595 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.7%

სრულად ვაქცინირებულია 814 851 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.5 %

30 სექტემბერს აიცრა 12 562 ადამიანი. 

კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი.

პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.

ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.
Print