ახალი ამბები
2 176 ინფიცირებული, 43 გარდაცვლილი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 2 176 ადამიანს დაუდასტურდა.
გამოჯანმრთელდა 2 838 პირი, გარდაიცვალა 43 ადამიანი.


კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 589 727 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 554 618 პირი, ხოლო გარდაცვლილია 8390 ადამიანი.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.46%.

დღეს,  ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა - 134, იმერეთი - 357, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 138, გურია - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 243, კახეთი - 236, მცხეთა-მთიანეთი - 58, სამცხე-ჯავახეთი - 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.


თვითიზოლაციაში იმყოფება 21 877 ადამიანი.
Print