ახალი ამბები
საქართველოში სრულად 660 832 ადამიანია ვაქცინირებული
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 589 024 აცრაა ჩატარებული.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.5%. სრულად ვაქცინირებულია 660 832 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.1%.

15 სექტემბერს კი 25 150 ადამიანი აიცრა.


გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 2 176 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 2 838 პირი, გარდაიცვალა 43 ადამიანი.



Print