ახალი ამბები
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებული დღეს გამოვლინდება
FaceBook
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებული დღეს, 12:00 საათზე გამოვლინდება.
შესაბამისი მონაცემები უკვე გადაცემულია ლატარიის კომპანიისთვის", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გათამაშება გაიმართება ვებგვერდზე - www.stopcov.lotto.ge .

მონაცემები განახლდება ყოველდღიურად. გუშინდელი მონაცემები, დღის ბოლოს მიეწოდა ლატარიის კომპანიას, შესაბამისად, თუ პიროვნება აიცრა გუშინ, მას უკვე შესაძლებლობა ექნება დღეს მიიღოს მონაწილეობა გათამაშებაში. ვიდრე ეს გათამაშება იქნება, იგივე პრინციპით განხორციელდება მონაცემების მიწოდება და შემდეგ გათამაშება“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.


შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია  ფულად ჯილდოებს ყოველდღიურად გაათამაშებს.

ჯამური საპრიზო ფონდი იქნება 2 მლნ 800 ათასი ლარი. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდი დაწყებული 100 ლარიდან. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და საპრიზო ფონდი იქნება 100 ათასი ლარი. ლოტოტრონის პრინციპით იქნება საბოლოო გათამაშება.



Print