ახალი ამბები
Საქართველოში ერთ თვეში კორონავირუსით 122 799 ადამიანი დაინფიცირდა
FaceBook
საქართველოში 2021 წლის 9 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, კორონაინფექციას 1 907 ადამიანი ემსხვერპლა.

9 აგვისტოს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 6 128 შეადგენდა, დღეის მონაცემებით მათი რაოდენობა - 8 035 -ია.

9 აგვისტოს გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 44 ადამიანი.

9 სექტემბერს საქართველოში ინფიცირების 2455 ახალი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება და 58 - გარდაცვალება.

Საქართევლოში კოვიდით 572 948 ადამიანია ინფიცირებული, რაც 122 799 ით მეტია 9 აგვისტოს მონაცემებზე.


Print