ახალი ამბები
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 223 მილიონზე მეტია
FaceBook
კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში 223 მილიონს გადააჭარბა.

ამ მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.6 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 200 მილიონს უახლოვდება.

მსოფლიოში ამჟამად გამოვლენილია ინფიცირების 18.8 მილიონი აქტიური შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 41.3 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, შემდეგ მოდის ინდოეთი 33.1 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.




Print