ახალი ამბები
საქართველოში ყველაზე მეტი აცრა "ფაიზერით'' ჩატარდა
FaceBook
საქართველოში ყველაზე მეტი აცრა ,,ფაიზერით'' ჩატარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ,,ფაიზერის'' ვაქცინით სულ ჩატარდა 648 858 აცრა, აქედან ერთი დოზით ვაქცინირებულია 444 505 ადამიანი, ხოლო ორი დოზით - 204 353 ადამიანი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის მეორე ადგილზე ჩინური ,,სინოფარმია''.  "სინოფარმის'' ვაქცინით ჩატარდა სულ - 427 114 აცრა, მათგან ერთი დოზით ვაქცინირებულია 260 254 ადამიანი, ხოლო ორი დოზით - 166 860.

რაც შეეხება ჩინურ "სინოვაკს", ერთი დოზით აიცრა 79 228 მოქალაქე, ხოლო ორი დოზით - 57 820 ადამიანი.  სულ ვაქცინირებულია 137 048 ადამიანი.

"ასტრაზენეკას" ვაქცინით ერთჯერადად აცრილი მოქალაქეების რიცხვი 61 328-ს შეადგენს, ხოლო ორჯერადად აცრილების - 57 133-ს. სულ აღნიშნული ვაქცინით ჩატარებულია 118 461 აცრა.

2021 წლის 15 მარტიდან 5 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში სულ ჩატარებულია 1 314 104 აცრა.





Print