ახალი ამბები
"შესაძლოა, მიუ შტამი ახალი მუტაცია გახდეს'' - ამირან გამყრელიძე
FaceBook
თეორიულად, შესაძლოა, ე.წ. მიუ შტამი ახალი მუტაცია გახდეს.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის. მისი განმარტებით, ახალი შტამი ხასიათდება უფრო მეტი აგრესიულობით და ვიდრე მისი კარგად შესწავლა არ მოხდება, მანამდე მუტაციაზე საუბარი ნაადრევია.

"ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებთ ქვეყანაში სხვადასხვა შტამის ცირკულაციის მონიტორინგს. მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული მონიტორინგი. დღესდღეობით, ქვეყანაში თითქმის 100%-ით დელტა შტამი ცირკულირებს, ანუ რასაც ინდურ შტამს ვარქმევთ. სხვა შტამი ჯერჯერობით სეკვენირების პროცესში ნანახი არ იქნა, თუმცა, რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია.  მოგეხსენებათ, კორონავირუსი თითქმის 2 წლის განმავლობაში ძალიან მრავალ მუტაციას განიცდის. ასობით მუტაცია გამოვლენდა, მაგრამ მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა, ანუ რომელიც ან სხვანაირად აზიანებს, ან სხვა უფრო მეტი აგრესიულობით ხასიათდება, ასეთი აღმოჩენილია სულ რამდენიმე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საჭიროა მუდმივი მონიტორინგი.

საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების  2455 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 58 პაციენტი.
Print