ახალი ამბები
ვაქცინირებულების წახალისების მიზნით ლატარია იწყება
FaceBook
13 სექტემბრიდან  ვაქცინარებული პირების წახალისების მიზნით ლატარია დაიწყება.

განცხადება ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა,  გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის.

„ჯამური საპრიზო ფონდი იქნება 2 მლნ 800 ათასი ლარი. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა,  იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდი დაწყებული 100 ლარიდან. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და საპრიზო ფონდი იქნება 100 ათასი ლარი. ლოტოტრონის პრინციპით იქნება საბოლოო გათამაშება“,- განაცხადა ღიბრაძემ.

საქართველოს მასშტაბით სულ ჩატარებულია 1 340 062 აცრა.1 დოზით ვაქცინირებულია 850 868 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.8%-ს წარმოადგენს.

სრულად ვაქცინირებულია 489 194 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 17.1%-ია.

6 სექტემბერს საქართველოში აიცრა 24 262 ადამიანი.


Print