ახალი ამბები
1 965 ინფიცირებული, 50 გარდაცვლილი - კორონავირუსის 6 სექტემბრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 965 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდ-19-ის  გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 567 922 ადამიანს დაუდასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 996 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულია 523 669 ადამიანი.

6 სექტემბრის მონაცემებით, გარდაიცვალა 50 ადამიანი. ჯამში, ვირუსს 7 917 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფიცირების  ახალი შემთხვევების რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:  თბილისი - 651 შემთხვევა, აჭარა - 201, იმერეთი - 288, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 150, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 168, კახეთი - 161, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი  7.67% -ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.63%.






Print