ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 2 684 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 684 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 562 627-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.46% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.60%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 695 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 509 181 - მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 732 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 080 შემთხვევა, აჭარა - 212, იმერეთი - 262, ქვემო ქართლი - 224, შიდა ქართლი - 198, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 238, კახეთი - 232, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 688 საიდანაც:

7 061 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 068, აჭარაში - 856, იმერეთში - 1 088.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 575 პირი, მათ შორის, თბილისში - 699, აჭარაში - 182, იმერეთში - 337. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 400 პირი, მათგან თბილისში - 239, აჭარაში - 42, იმერეთში - 37.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 046 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 437 პირი, აჭარაში - 5 144, იმერეთში - 3 847.
Print