ახალი ამბები
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 454 486 ადამიანი
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 სექტემბრის მონაცემებით, სულ 1 285 742 აცრა ჩატარდა.
ერთი დოზით ვაქცინირებულია 831 256 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.1%, სრულად ვაქცინირებულია 454 486 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 15.9%.

ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 25 670 ადამიანი აიცრა.

საქართველოში ბოლო 24 საათში  ვირუსით ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  გამოჯანმრთელდა 2 695, გარდაიცვალა 83 ადამიანი.
Print